საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 300. უკანონო თევზჭერა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
