საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 319^2. საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება
საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან ნებისმიერი სახის შემოწირულების სახით უცხოური სახსრების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.
