საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისადმი ან საგნისადმი მოპყრობის წესის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, რამაც ასეთი დოკუმენტის ან საგნის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი