საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 34. შეურაცხაობა ფსიქიკური აშლილობის გამო
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის, გონებრივი განვითარების შეფერხების, დემენციის ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
