ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: მოწმე, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობით განაცხადებს თავის მიერ ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5982 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.69
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 348^1. ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა განზრახ არასწორად თარგმნა
Редакция №296 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.





