საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4678 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 4 ივლისის კანონი №2904 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი