საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 404. აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება
1. აგრესიის აქტის დაგეგმვა ან მომზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
2. აგრესიის აქტის დაწყება ან წარმოება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტიანი კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.
2. ამ თავის მიზნებისთვის „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.
