ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამოკიდებულ პირთა სია − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სია; ბ) დამოკიდებული პირი − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი; გ) ოჯახის წევრი − პირის მშობელი, მეუღლე, შვილი ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^85. ტერმინთა განმარტება
Редакция №111 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
