საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 176^1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება
1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება – გამოიწვევს თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5179 – სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.276 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1160 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.43 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6057 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2592 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
