1.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.
3.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ან/და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დარწმუნდეს, რომ პროდუქტი შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. ეკონომიკურმა ოპერატორმა ასევე უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადით შენახვა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად.
4.ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, აგრეთვე საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, საფოსტო მისამართი, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით მიუთითოს პროდუქტზე, მის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
5.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ.
6.თუ ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ქმედება, როგორც ნებაყოფლობითი ღონისძიება, პროდუქტთან დაკავშირებული რისკის თავიდან ასაცილებლად.
7.თუ პროდუქტი რისკს შეიცავს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია შეუსაბამობებისა და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ქმედების შესახებ.
8.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები. აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვისთვის გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში.
9.თუ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მისთვის სათანადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გადახდიდან 5 დღის ვადაში. ეს ქვითარი შეიძლება ელექტრონული ფორმითაც იქნეს წარდგენილი.
10.თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი საფრთხეს აღარ ქმნიდეს. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ამ ორგანოს მიერვე განსაზღვრულ ვადაში.
11.ავტორიზებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში) მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე უნდა ჰქონდეს მინიჭებული ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ავტორიზებულმა წარმომადგენელმა აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მას უნდა წარუდგინოს. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.