პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 94. პროდუქტის ნიშანდება
1. პროდუქტის ნიშანდება არის პასუხისმგებელი პირის მიერ იმის დეკლარირება , რომ: ა) პროდუქტი შეესაბამება ახალი მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; ბ) პროდუქტს გავლილი აქვს შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ნიშანი პროდუქტზე დატანილი უნდა იქნეს ნათლად, ადვილად უნდა იკითხებოდეს და მარტივად არ უნდა იშლებოდეს პროდუქტზე ან მის მონაცემების ნაწილზე. თუ პროდუქტი არ იძლევა ამის საშუალებას, ნიშანი დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე და თანმხლებ დოკუმენტებზე, თუ ეს ტექნიკური რეგლამენტით არის მოთხოვნილი.
3. საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტი, რომელიც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება, წარმოებული უნდა იყოს ამ რეგლამენტების შესაბამისად. ასეთ პროდუქტზე დაიტანება GE ნიშანი.
