სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Статья 12^1. ვეტერინარული მოთხოვნები
1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.
2. ვეტერინარული მოთხოვნებია: ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან; ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება; გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა; დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება; ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი; თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
