1.ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის.
2.ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.
3.ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას; ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4.თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.
5.ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 12 1 . ვეტერინარული მოთხოვნები 1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.
2.ვეტერინარული მოთხოვნებია: ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან; ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება; გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა; დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება; ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი; თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 12 2 . მცენარეთა დაცვის მოთხოვნები 1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან.
2.მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით.
3.უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება; ბ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.“; 1 1 . ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
2.რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.
3.სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია: ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც: ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას; ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას; ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას; ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას; ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი; ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი; ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს; ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას; ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად; ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და , რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4.ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
5.აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.
6.სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.





