სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში: ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას; ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას; გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას; დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.
2.ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.
3.მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4.ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს: ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება; ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
5.დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6.ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7.ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში: ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას; ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას; გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას; დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას. 2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად. 3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად.შესამოწმებლად მონიტორინგიდა იგი მოიცავს: ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმისორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისისაკარანტინო გამოჩენისმავნე ორგანიზმის გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისაპესტიციდებისა და აგროქიმიკატისაგროქიმიკატების ნიმუშების აღებას; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის,სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამიწების, ტყისტყეების კვლევას საკარანტინო მავნე ორგანიზმისორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისიმათი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმისმათი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს: ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირებისკორექტირებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებითპროცედურების საშუალებით საკარანტინო მავნე ორგანიზმისორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეგროვებისშეგროვებისა და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე,სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა დამიწებზე, ტყეზეტყეებზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმისორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემებისმონაცემთა შეგროვებაშეკრება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება; ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. 5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება. 6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
Изменения, которые прошла эта статья
Deleted. Content integrated into Article 26.
акт об изменении №2333610Modified inspection scope to focus on microbiological/chemical indicators, physical hazards, labeling, presentation, storage conditions, and documentation.
акт об изменении №3945511Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.