1.საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2.აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, შემოტანა, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გარდა ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
