საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 36. (ამოღებულია)
—
Сравнить редакции
1. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითიგაკოტრების ადმინისტრატორიმმართველი და სპეციალურიდროებითი მმართველი,ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები სადავოდ ვერ გახდიან,ორგანოები, თუ ხელშეკრულება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არის დადებული და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს საშუალებას აძლევს, არ დაუშვას დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის განკარგვა, ხოლო გირაოს ამოქმედების შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია ან დაისაკუთროს ის ამ თავის დებულებების შესაბამისად. 2. მოგირავნე შეიძლება ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირაოს საგანს: ა) თუ ფინანსური გირაოს საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით; ბ) თუ ფინანსური გირაოს საგანია რეგისტრირებული ფინანსური ინსტრუმენტი − შესაბამის რეესტრში ჩანაწერის განხორციელებით; გ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ დეპოზიტართან მოგირავნის, დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან დეპოზიტარის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; დ) თუ ფინანსური გირაოს საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში მოგირავნის, დამგირავებლის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით და მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ შესაბამისი ფორმით ფულად სახსრებზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; ე) თუ დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის დადებულია რეპო შეთანხმება − მოგირავნისათვის ფინანსური გირაოს საგანზე საკუთრების უფლების გადაცემით, რეპო გარიგების პირობების შესაბამისად. 3. საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედება არ არის ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაუქმების ან ბათილად გამოცხადების საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევიდა ან ფინანსური გირაოს საგანი დაგირავდა რეჟიმის ამოქმედებამდე ნებისმიერ დროს ან რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუ მოგირავნემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სასესხო აქტივების დაგირავების ხელშეკრულება ნამდვილია და მის მოქმედებას სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, მათ შორის, ლიკვიდატორი, გაკოტრების მმართველი, დროებითი ადმინისტრატორიმმართველი და სპეციალურიდროებითი მმართველი,ადმინისტრატორი, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიანარიან, იმოქმედონ გირავნობის პირობების შესაბამისად. 5. ფინანსური გირაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში ფინანსური გირაოს საგანი დამგირავებელს უბრუნდება, ან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოხდეს ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) ამ თავის დებულებების შესაბამისად. 6. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი არ არის ფინანსური გირაოს რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
