1.
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის გამოყოფას და კომისიის ანგარიშზე მის ჩარიცხვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნებამდე არა უგვიანეს 90 დღისა. საარჩევნო კომისიების დაფინანსება ხდება მხოლოდ სახელმწიფო ხარჯით.
3.არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და კანდიდატები ქმნიან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საარჩევნო ფონდს, რისთვისაც უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სახსრები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიული პირების შემოწირულობანი.
4.საარჩევნო ფონდისათვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ ფილიალებში) შესაბამის საარჩევნო კომისიაში შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ანგარიშზე – არა უგვიანეს 25 დღისა.
5.არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 60 დღით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. მიმდინარე ანგარიშები იხსნება საქართველოს ბანკების ადგილობრივ ფილიალებში კომისიებისათვის სახსრების გამოყოფის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მათი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.
6.საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ორი კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ანგარიშს მის მიერ დადგენილი ფორმით, ხოლო სამი კვირის ვადაში მის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშზე არსებულ ნაშთებს.
7.არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყდება ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებიდან. თითოეული პარტია ან საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ფონდის ნაშთს ჩარიცხავს შესაბამისი საკრებულოს სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. თუ პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით ერთი კანდიდატი მაინც იქნა არჩეული საკრებულოს წევრად, მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფონდის ნაშთი უნდა ჩაირიცხოს პარტიის, საარჩევნო ბლოკის ანგარიშზე.
8.თითოეული პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საკრებულოს არჩევნებისათვის ამ მიზნით განსაზღვრული თანხის ხუთმაგ ოდენობას. საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგებელი ან, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც შესაბამისად ნიშნავს არჩევნებში მონაწილე პარტიისა თუ საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ან კანდიდატი. საარჩევნო ფონდის გამგებელი (გამგეობა) პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის.
9.არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა საოლქო საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების ანგარიშებს არჩევნებში სახსრების გამოყენების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ გამოყენებული სახსრების ანგარიშებს თან უნდა ერთოდეს კონტროლის პალატის დასკვნა სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის თაობაზე ჩატარებული შემოწმების შესახებ. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური და ქვემდგომი საარჩევნო კომისიები, საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების მართლზომიერებას – ზემდგომი საარჩევნო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელისას კი – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.
10.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, სახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ გამოუყოფენ და გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობებს. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თითოეული საკრებულოსათვის დადგენილი ფორმისა და მოცულობის ფარგლებში, უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ ცნობებს, არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვაგვარი სარგებლობა ანაზღაურებადია კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II არჩევნების დანიშვნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.