1.მხარეებს უფლება აქვთ, მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვონ კომისიის შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.
2.აცილების შესახებ შუამდგომლობას კომისია განიხილავს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
1.მხარეებს უფლება აქვთ, მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვონ კომისიის შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.
2.აცილების შესახებ შუამდგომლობას კომისია განიხილავს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
3.აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში აცილებული წევრი არ ესწრება დავის განხილვას და არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4.კომისიის წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს დავის განხილვაში, თუ იგი: ა) საქმეში დაინტერესებული მხარეა; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) არის/იყო ექსპერტი საჩივრით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით; ე) შრომით ურთიერთობაშია მხარესთან (მხარეებთან).
5.ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.
6.კომისიის წევრი ვალდებულია კომისიას აცნობოს აცილების საფუძვლების შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება. თვითაცილების თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის თვითაცილების საკითხიც განიხილება.
7.თუ კომისიის წევრის აცილების/თვითაცილების შედეგად კონკრეტული დავის განხილვისას წევრთა საკმარისი რაოდენობა არ რჩება, კომისია უფლებამოსილია დავა განიხილოს წევრთა რაოდენობის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 41 9 მუხლის მე-3 პუნქტი. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.