მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების ფარგლებში ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალიდან ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Статья 10^17. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
Темы:Цифровой банкинг


