1.პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3.მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შესახებ შეუტყობინებლობა ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.





