1.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Всегда актуальная правовая база
3.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
4.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
5.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის მიმდინარეობის შესახებ.
6.კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.
7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
8.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.
9.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.
10.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.
11.უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
Изменения, которые прошла эта статья
The amendment requires the Aparati to forward the annual budget execution report to committees, factions, independent members, and the State Audit Service within 2 days of receipt; it also mandates publication on the Council's website.
акт об изменении №5784494The Supreme Council Apparatus is responsible for tracking draft laws through the legislative process and providing quarterly reports to the Presidium and Legal and Procedural Issues Committee.
акт об изменении №2328926Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.