1.მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
