1.დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 5-კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
