1.საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
2.საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
