1.დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.
2.დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული პერსონალი.
