1.პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფერო ს ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებ ის საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები ; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ ი მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი ; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.
2.პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ - დარგობრივი), რომელთა საქმიანობის ა და უფლებამოსილებ ის სფერო ები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.


