1.პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.
2.პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმ ე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის , საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის , საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა , მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების პატენტის გაცემასთან, აგრეთვე სასარგებლო მოდელის, დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრე თა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებ ათა გამართვა; ზ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემ ებისა და ბანკ ების შექმნა; ლ) მეწარმ ე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმ ების მომზადებაში; მ) მეწარმ ე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნ ათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
3.პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას ; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP -სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4406); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის − „წარმოებულია საქართველოში“ − გაცემას; ლ) ფორსმაჟორ ული გარემოებების დამოწმებას.
4.ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
5.პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4406 - ვებგვერდი, 03.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №666 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2885 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1032 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.


