1.სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია.
2.სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებარე შენობა-ნაგებობის პროექტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ნაპირის მოსალოდნელი დაზიანების საკომპენსაციო ხარჯები.
3.პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება. დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა (შეღობვა) კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით.
4.მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.
5.აკრძალულია ზღვის, წყალსატევისა და მდინარის მკაცრი ზედამხედველობის ზოლებში ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ხორციელდება ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4649 - ვებგვერდი,13.05.2011წ. თავი IV ნაპირდაცვის ღონისძიებანი საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №199 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.123 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4428-ვებგვერდი-17.03.2011წ.



