1.სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ბუნებრივი ელემენტებისა და ტექნოგენური ობიექტების შესახებ მონაცემთა ბაზა იქმნება ტერიტორიის კომპლექსური შეფასების, სამოქალაქო, სამეურნეო და სხვა ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად და გარემოს დაცვის ოპტიმალურ ღონისძიებათა გასატარებლად.
2.სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი ხორციელდება მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტის მქონე ეროზიული და აკუმულაციური პროცესების სალიკვიდაციო გეგმების შესამუშავებლად და ნაპირდაცვის ღონისძიებების გასატარებლად. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1



