„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Статья 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ბ) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294); გ) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294); დ) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ე) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5294); ვ) ფინანსური აუდიტი მოიცავს: ვ.ა) აუდიტის ობიექტის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ვ.გ) საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას; ვ.დ) შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შემოწმებას; ვ.ე) აუდიტის ობიექტის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მართვის შემოწმებას; ვ.ვ) აუდიტიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის შესწავლას, შეფასებას და ანგარიშის წარდგენას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად; ზ) შესაბამისობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის კანონიერებისა და მიზნობრიობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; თ) ეფექტიანობის აუდიტი მოიცავს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ან/და განხორციელებული პროგრამების/პროექტების ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შემოწმებას, შეფასებას და აუდიტის ანგარიშის გაცემას; ი) აუდიტორი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით; კ) აუდიტორ-სტაჟიორი – პირი, რომელიც სტაჟიორად ინიშნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და აუდიტს ახორციელებს ამ კანონით დადგენილი წესით; ლ) აუდიტის ობიექტი – პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
