„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Статья 21. სპეციალისტები და ექსპერტები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის პროცესში მოიწვიოს ან/და ჩართოს სპეციალისტი, ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სპეციალისტი, ექსპერტი არის პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა და რომელიც მოიწვევა სპეციალური გამოკვლევის ჩატარების მიზნით, აუდიტისათვის საჭირო გარემოებათა შესახებ სათანადო აქტის შესადგენად.
3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 3 1 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
