Статья 25. საარჩევნო ბიულეტენი
1. საკრებულოების არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) იმ თანამიმდევრობით, რომელიც წილისყრით განსაზღვრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის სახელი, მამის სახელი და გვარი იმ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდების მითითებით, რომელმაც დაასახელა კანდიდატი. ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს მიეწერება – „ დამოუკიდებელი კანდიდატი’’. კანდიდატების თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი კანდიდატის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის თანამიმდევრობით.
4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას სახელმწიფო ენაზე.
5. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ბიულეტენების გადაცემას. ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე და მდივანი ხელმოწერით ადასტურებენ. საქართველოს 199 8 წლის 18 სექტემბრის კანონი № 1585 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 9 საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18 თავი VII საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები
