Статья 35. პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის
1. პირებს, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება – აირჩიოს და იყოს არჩეული წარმომადგენლობით ორგანოებში, ეწეოდეს წინასაარჩევნო აგიტაციას, ერევიან საარჩევნო კომისიების საქმიანობაში და ხელს უშლიან საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას, კანდიდატის რეგისტრაციასთან, ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, აქვეყნებენ ან სხვა საშუალებებით ავრცელებენ კანდიდატის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს ან აგიტაციას ეწევიან არჩევნების დღეს, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამდებობის პირებს, რომლებმაც გააყალბეს საარჩევნო დოკუმენტები, განზრახ არასწორად დათვალეს ხმები, დაარღვიეს კენჭისყრის საიდუმლოება, საარჩევნო კომისიებს არ წარუდგინეს საჭირო მასალები ან არ შეასრულეს მათი გადაწყვეტილებები, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და კანდიდატებს, რომლებიც დაუშვებენ ამ კანონით დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრული ოდენობის გადამეტებას, ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ან არამართლზომიერად გამოიყენებენ სახსრებს, ჩამოერთმევათ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში – საკრებულოებში მათ მიერ მოპოვებული მანდატები და გამოკლებული წევრების ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე ეკრძალებათ საკრებულოების მომდევნო ორი მოწვევის განმავლობაში ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი დარღევევების საქმეს განიხილავს ის სასამართლო, რომლის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზედაც მოხდა კანონის დარღვევა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თავი X გარდამავალი დებულებანი
