Статья 7. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ
1. საკრებულოების არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეთა საარჩევნო უფლების განხორციელებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (შემდგომში - პარტიების), საარჩევნო ბლოკების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებელნი არიან სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.
