კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატები – ქიმიური ნივთიერებების კატეგორია, რომე-ლიც მოიცავს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე სატყეო, კომუნალურ მეურნეობაში და სხვ.; ბ ) პესტიციდები – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების , მავნებლებისა და სარეველა მცენარეების , შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების , მღრღნელების , ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ , აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის , მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად ( დეფოლიანტები ) და მცენარეების შესახმობად ( დესიკანტები ) , საცავების , საწყობების , სატრანსპორტო საშუალებების , სათბურების , ნიადაგის , მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის ; გ) – სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია მცენარეთა კვებისათვის, ნიადაგის ნაყოფიერების რეგულირებისა და ცხოველთა დამატებითი კვებისათვის; დ) – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლის სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენება ზემოქმედებას ახდენს მავნე ორგანიზმზე ან მცენარის ზრდა-განვითარებაზე; ე ) – პროცესი , რომლის საფუძველზედაც აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო პესტიციდის / აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებისა და სამეცნიერო მონაცემების , მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კომპლექსური შეფასებისა და ანალიზის შემდეგ იძლევა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საქართველოში წარმოების , შემოტანის , შენახვის , რეალიზაციის , გამოყენებისა და რეკლამის უფლებას ; ვ) – სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების განმეორებითი რეგისტრაცია; ზ) – პესტიციდებისა და აგრო-ქიმიკატების ბიოლოგიური და ეკონომიკური ეფექტურობის, ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხოების შესწავლის რეგლამენტირებული სისტემა; თ) – აუცილებელი მოთხოვნა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესისა და პირობების შესახებ; ი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქმნის პესტიციდს ან აგროქიმიკატს, შეისწავლის მათ აქტივობას, ტოქსიკოლოგიურ თვისებებს და გარემოზე ზემოქმედებას; კ) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პესტიციდს ან აგროქიმიკატს; ლ) – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; მ) (ამოღებულია) ; ნ) – სავარგულების, ტყეებისა და მცენარეული საფარის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია მცენარეთა მავნებლების რიცხოვნობით, მცენარეთა დაავადებების გავრცელებითა და სარეველა მცენარეების არსებობით; ო) – ორგანიზმთა გავრცელების, რიცხოვნობის, განვითარების ინტენსივობისა და მავნეობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზი; პ) – მავნე ორგანიზმებისაგან დაცვითი ღონისძიებების სისტემა, რომლის შესაბამისად გამოიყენება არსებული ურთიერთშემავსებელი ეფექტური ხერხები და მეთოდები მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის ისეთი დონის დასადგენად, როცა გამორიცხულია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება; ჟ) – მოქმედების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავენ ადამიანის, დასაცავი მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას მათი კონკრეტული სახით გამოყენების, შემუშავების, გამოცდის, ექსპერტიზის, რეგისტრაციის, წარმოების, მარკირების, შეფუთვის, რეალიზაციის, შენახვის, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფის, განთავსების, რეკლამისა და ექსპორტ-იმპორტის დროს; რ) – მათი რეგლამენტირებული, მეცნიერულად დასაბუთებული, მიზანდასახული მოხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის, ადამიანის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის; ს) – ჭურჭელი (ტარა) დამცავი შეხვევით, რომელსაც იყენებენ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირებისას; ტ) – ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის ალბათობა; უ) – პესტიციდის ან აგროქიმიკატის საშიშროების განხორციელების ალბათობის ხარისხი მისი კონკრეტულ პირობებში გამოყენებისას; ფ) – პესტიციდების მოქმედი ნივთიერება ან წარმოებულნი (გარდაქმნის პროდუქტები, მეტაბოლიტები), მინარევები, ნიტრატები და ა.შ. კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში, რომელთა არსებობა გამოწვეულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებით; ქ) (ზდნრ) – ნარჩენი რაოდენობის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიული აქტებით ან საყოველთაოდ მიღებულია კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ან ცხოველების საკვებში; ღ) – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით ნებისმიერ სფეროში აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით; ყ) – პესტიციდი, რომლის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით პრაქტიკულად აკრძალულია სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი სახით გამოყენება; შ) – პრინციპი, რომლის თანახმად საერთაშორისო ვაჭრობისას არ შეიძლება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის შემოტანა სათანადო შეთანხმების გარეშე ან სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის დარღვევით; ჩ) – პესტიციდების გამოყენების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის ღონისძიება; ც) – პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არასწორი ხმარებით გამოწვეული მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებანი; ძ) – საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი; წ) (ამოღებულია) ; ჭ) რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის; ხ) „FAO“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; ჯ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ ) – დეზინსექციის , დეზინფექციისა და დერატიზაციის ღონისძიებები , რომლებიც მიმართულია მავნებლების , მცენარეთა დაავადებებისა და მღრღნელების წინააღმდეგ . საქართველოს 2003 წლის 7 მაისი ს კანონი № 2182 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ. 73 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
