Статья 31. გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები
1. მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ზრდის სტიმულატორების და სხვა ქიმიური საშუალებების გარემოში გამოყენების ნორმები დგინდება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ნიადაგს.
2. გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გამოყენების ნორმებს და ამ ქიმიურ საშუალებათა (ნივთიერებათა) ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და დებულებით „გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ“ ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ქიმიურ ნივთიერებათა ოპტიმალური გამოყენების, მოხმარების, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების, აღრიცხვისა და კონტროლის მიზნით დგება ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომლის შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3060 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოს დაცვის შესახებ
