Статья 6. საქვაბე დანადგარის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საქვაბე დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს წნევაზე მომუშავე რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთობლიობას (ქვაბის დოლები, დამაკავშირებელი მილგაყვანილობა, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი, არმატურა, მკვებავი ტუმბოები) ინტეგრირებულს ფუნქციონალური მთლიანობისათვის, რომლის დანიშნულებაა 110 0 C–ზე მეტ ტემპერატურაზე ორთქლის ან გადახურებული წყლის წარმოება, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. ასევე ამავე მოცულობის მაღალტემპერატურულ ორგანულ თბომატარებელზე მომუშავე: ა) ორთქლის ქვაბებზე 0,5 ბარზე მეტი სამუშაო წნევით; ბ) სითხიან ქვაბებზე, რომლებშიც სითხის ტემპერატურა აღემატება ამავე სითხის 0,5 ბარი წნევის შესაბამის ნაჯერობის ტემპერატურას, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) იმ საქვაბე დანადგარზე, რომელიც დადგმულია გემებზე, სხვა მცურავ საშუალებებზე და სარკინიგზო ლოკომოტივებზე; ბ) სპირალურ (უდოლო) ქვაბებზე; გ) ატომური ელექტრო სადგურების თბოენერგეტიკულ დანადგარე ბზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების საქვაბე დანადგარზე.
