ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 56^2. ცენტრალური დეპოზიტარის განახლებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ შემთხვევაში ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შემდეგ საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
