1.საქართველო თავის კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს მისი დაზვერვისა და ისეთი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით, როგორიცაა ენერგეტიკული, მინერალური და სხვა არაცოცხალი, აგრეთვე მჯდომარე სახეობებს მიკუთვნებული ცოცხალი ორგანიზმები (კიბორჩხალები, კიბოსნაირები, ზღვის ღრუბლები და სხვა), რომლებიც მათი რეწვის პერიოდში უძრავად იმყოფებიან ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, ან ზღვის ფსკერთან ან მის წიაღთან მჭიდრო ფიზიკური კავშირის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
