1.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევები ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით. ჩვეულებრივი გარემოებების არსებობისას (მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში) საქართველო ნებას რთავს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელონ სამეცნიერო კვლევები მშვიდობიანი მიზნით და ზღვის გარემოს შესახებ ცოდნის გასამდიდრებლად.
3.საქართველოს უფლება აქვს უარი განუცხადოს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე, თუ სამეცნიერო კვლევის პროექტი: ა) დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების დაზვერვასა და მოპოვებასთან; ბ) ითვალისწინებს კონტინენტურ შელფზე ჭაბურღილების დადგმას, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას ან ზღვის გარემოში მავნე ნივთიერებების შეტანას; გ) ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების მშენებლობას ან მოწყობილობების დამონტაჟებას, აგრეთვე მათ ექსპლუატაციასა და გამოყენებას; დ) შეიცავს სამეცნიერო კვლევის მიზნისა და ხასიათის შესახებ არასწორ ინფორმაციას, ან კვლევის ჩატარების მსურველმა ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ადრე განხორციელებული კვლევის დროს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
4.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის დროს უცხო ქვეყნები საქართველოს არ უნდა უქმნიდნენ გაუმართლებელ დაბრკოლებებს თავისი სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის განხორციელებისას.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.