1.სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს: ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს; ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს; გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს; დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს; ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.
