1.სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.
