1.იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.
2.თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232






