1.იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. 1 1 . თუ საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების საგადასახადო გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკრობანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების რეგისტრირებული, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოთხოვნები: ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ; ბ) შრომითი ურთიერთობიდან და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე; გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ; დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ; ვ) ჩეკისა და თამ ასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.
3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2798 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. მუხლი 82 4 . გაანგარიშების შედგენა 1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულების ეროვნული ბიურო ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.
2.თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, აღსრულების ეროვნული ბიურო გაანგარიშებას დასამტკიცებლად 3 დღის ვადაში წარუდგენს სასამართლოს.
3.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 თავი XV აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით





