Только для информации — не юридическая консультация.
1. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.
2. დაუშვებელია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, თუ უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის რეგისტრაციის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.
3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი გარიგება დადებულია უფლებრივად უნაკლო ნივთზე და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ნივთი საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დაიტვირთა, დაუშვებელია ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ახალი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა მის მიერ უფლებრივად დატვირთული ნივთის საკუთრებაში მიღებაზე.
4. თუ ქონება განკარგულია სააღსრულებო დაწესებულების მიერ, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, უქმდება. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. თავი IV 1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საჯარო რეესტრის შესახებ