დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 მუხლი 283. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა 1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 1 1 . ამ კოდექსის 177 16 ან 177 17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
