სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
