სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას; ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას; გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური.
2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
3. ყადაღა გაუქმდება, თუ: ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ; ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ; გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას; დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.
4. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. მხარეთა მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს ყადაღას, თუ ამას აპლიკანტი მოითხოვს.
6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ