საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. ამ მუხლის მიზნებისათვის სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის ან / და სანქციის ( მათ შორის , საბაჟო სანქციის ) თანხა , რომელიც აღიარებული არ არის და ამ კოდექსით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული .
2. სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.
3. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ყადაღა დაადოს: ა) პირის ქონებას; ბ) პირის საბანკო ანგარიშებს სადავო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ამ კოდექსის 241-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმავე ნაწილებით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო დავის პერიოდში პირის მიმართ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება არ გამოიყენება და უკვე გამოყენებული ღონისძიება უქმდება, თუ: ა) საგადასახადო დავის პერიოდში სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი; ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.
5. სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად დაწყებული ყველა ღონისძიება და წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალება გაუქმებულად ითვლება, თუ საგადასახადო დავა გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. კარი XII საგადასახადო კონტროლი თავი XXXVI ძირითადი დებულებანი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი