სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.
3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. თავი XVI 3 სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 91 19 . სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას, რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.
3. თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით.
5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 91 20 . გადახდის ვალდებულების შესრულების წესი მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 91 21 . აღსრულების შესახებ ბრძანება 1. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას აღსრულების შესახებ.
2. აღსრულების შესახებ ბრძანება გამოიცემა მსესხებლის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობიდან ან არაჯეროვნად შესრულებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა ან გამსესხებელი არ მოითხოვს აღნიშნული ვადის გაზრდას.
3. აღსრულების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) ბრძანების ნომერსა და გამოცემის ადგილს; ბ) ბრძანების გამოცემის თარიღს; გ) სესხის ხელშეკრულების ნომერს; დ) გამსესხებლის (კრედიტორის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ე) მსესხებლის (მოვალის) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ვ) დავალიანების ოდენობას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. აღსრულების შესახებ ბრძანება მოქმედებს გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ გამსესხებელი აღსრულების შესახებ ბრძანების გამოცემამდე არ განაცხადებს უარს მის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღსრულების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად წარდგენის ვადაა მისი გამოცემიდან 5 წელი. აღსრულების შესახებ ბრძანების ასლები ეგზავნება გამსესხებელსა და მსესხებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. მუხლი 91 22 . სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის დადგენილი საფასური აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. თავი XVII (ამოღებულია) საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 მუხლი 92. (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ